უცხოელი სტუდენტებისთვის!

უცხოელი სტუდენტებისთვის!

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA გაცნობებთ ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კერძოდ:
უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან,
➡️ ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი,
➡️საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 12 – დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში
➡️ 12- დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
‼️ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პასუხიმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი