ხარისხის მართვის სამსახური Home »

ხარისხის მართვის სამსახური საქართველოს ბიზნესის აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მისი დანიშნულებაა დაწესებულებაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასება და მისი სრულყოფის გზების დასახვასა და განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა. სასწავლებლის მისიიდან გამომდინარე, სამსახურს გააჩნია მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები. სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას, წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს, უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას, დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებს, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრებს, სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირების მიზნით ხელს უწყობს სამეცნიერო ნაშრომების, სასწავლო–მეთოდური ლიტერატურის, ლექციების კურსების, სახელმძღვანელოების თუ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოქვეყნებას, ახორციელებს მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს სასწავლებლის შემდგომ განვითარებას და საგანმანათლებლო სივრცეში მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას და საგანმანათლებლო და დასაქმების ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას.