ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვა

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განხილვა

2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დროს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.