პროფესიული განათლების მასწავლებელთა ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA აცხადებს ინიციატივების (პროექტების) კონკურსს
მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა და სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს.
კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ისეთი აქტივობების (პროექტის) ინიციირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს:
ა) სტუდენტთა პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, ასოციაციებთან, ვიზიტები საწარმოებში და სხვა);
ბ) სტუდენტთა პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება (შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, სპექტაკლებისა და კონცერტების მოწყობა, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სპორტული კლუბების ორგანიზება და ღონისძიებების მოწყობა და სხვა);
გ) სოციალური ინტეგრაცია და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება (სოციალური პროექტები, ჰუმანიტარული აქციები, სხვადასხვა დღეების აღნიშვნა ან სხვა ფორმატში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, შეხვედრები ცნობილ/საინტერესო ადამიანებთან);
დ) დასვენება (ექსკურსიები და ტურები);
ე) მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარება (ერთჯერადი ხასიათის სამეწარმეო აქტივობების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა სახის აქტივობების განხორციელება რაც მიზნად ისახავს შემოსავლის მიღებას);
ვ) სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიების მოწყობა, რომელიც უკავშირდება პროფესიულ სტუდენტთა / მსმენელთა / ბენეფიციართა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.
აკადემიის ბიუჯეტიდან ინიციატივისათვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალური ოდენობაა 2000 ლარი.
განაცხადის გასაკეთებლად უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი ჩაბარდეს ადმინისტრაციულ სამსახურს ან გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@sba.edu.ge
განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნილი თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია (რა ხარჯებს მოხმარდება მოთხოვნილი თანხა. ძირითადად ეს უნდა იყოს საქონლის ან მომსახურების შესყიდვა).
განაცხადის ფორმა და პროექტის ბიუჯეტი: https://shorturl.at/gpZh7
საკონკურსო განაცხადების მიღება ხორციელდება 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
შემოსული განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დაფინანსებული განაცხადის/განაცხადების შესახებ მოხდება არაუგვიანეს 14 მარტისა.
პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ირაკლი ლოლაძე, მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერი – 544 44 71 66
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
- ინიციატივის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან (20 ქულა)
- პროექტი შეესაბამება კონკურსით განსაზღვრულ მიზნებს
- ინიციატივა მოიცავს საგანმანათლებლო ან/და პრაქტიკულ აქტივობებს.
- ინოვაციურობა და კრეატიულობა (20 ქულა)
- პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომებით ან ინოვაციური იდეებით.
- ინიციატივა კრეატიულია და განსხვავდება სტანდარტული/შაბლონური მიდგომებისაგან.
- გრძელვადიანი პერსპექტივა და მდგრადობა (15 ქულა)
- ინიციატივას აქვს პოტენციალი გაგრძელდეს და დარჩეს აქტუალური მომავალშიც.
- ინიციატივა ქმნის მდგრად საფუძველს სტუდენტების/პერსონალის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
- პროფესიული სტუდენტების/პერსონალის დაინტერესება და ჩართულობა (10 ქულა)
- მასწავლებლის ინიციატივა ხელს უწყობს სტუდენტების/პერსონალის ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას.
- პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალის თანამშრომლობას.
- განხორციელების გეგმა და ეტაპები (15 ქულა)
- პროექტს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ვადები, ამოცანები და ეტაპები.
- წარმოდგენილია კონკრეტული და რეალისტური განხორციელების გეგმა.
- ბიუჯეტის გამჭვირვალობა და რეალურობა (10 ქულა)
- ბიუჯეტი არის რეალისტური და ეფუძნება რეალურ ხარჯებს.
- დაფინანსების მოთხოვნა გამართლებულია და ხარჯები დასაბუთებულია.
- ინიციატივის გავლენა (10 ქულა)
- ინიციატივა გრძელვადიან გავლენას ახდენს აკადემიის საზოგადოებაზე და დადებითად წარმოაჩენს აკადემიის იმიჯს.
- ბენეფიციართა რაოდენობა – დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩაერთვება აქტიურად ან პასიურად პროექტში.
ჯამური შეფასება: 100 ქულა