ბიბლიოთეკაში გაწევრიანება სტუდენტებისათვის და პერსონალისათვის:
- ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის;
- სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი, როგორც მკითხველის ბარათით;
- მოქმედი სტუდენტის და დაწესებულების პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა;
- ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები და პერსონალი, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკაში მკითხველებად;
- სტუდენტს ავტომატურად უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა, თუ ის სწავლის დასრულებიდან ერთი წლის ვადაში აკადემიაშივე სწავლას განაგრძობს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გაწევრიანება კურსდამთავრებულისა და გარეშე პირებისთვის
- კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც გარეშე პირებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკის მკითხველებად;
- რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
- ვინაიდან ბიბლიოთეკაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში გარეშე პირებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ დაწესებულების კურსდამთავრებულებს;
- კურსდამთავრებულს ავტომატურად უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე. ეს დებულებები არ ვრცელდება სხვა მიზეზით სტატუს შეწყვეტილ პირებზე;
- სტუდენტის სტატუს შეჩერებულ პირს უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა;