გაცვლითი პროგრამა გერმანიაში-გზა წარმატებისკენ!

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში-გზა წარმატებისკენ!

დღევანდელ ახალგაზრდობაში დიდ ინტერესს იწვევს გაცვლითი პროგრამები. მიზანი უცხო ენის გაუმჯობესება, გამოცდილების მიღება და ქვეყნებს შორის კულტურის ურთიერთგავცლაა. გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, სტუდენტები იღებენ უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებას, იძენენ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს. ასევე, უცხო ქვეყანაში მიღებული ახალი გამოცდილება და ცოდნა ეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA კი სწორედ ის დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს თავისი სტუდენტების განვითარებასა და წარმატებაზე. აკადემიას არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, რომლითაც ის ამაყობს. ამჟამად, მათ რიცხვს შეუერთდა BBS Wechloy. მიმდინარე წელს, აკადემიასა და BBS Wechloy-ს შორის გაფორმდა ურთიერთთამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ გერმანიაში და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. BBS Wechloy არის რეგიონალური კომპეტენციის ცენტრი პროფესიული განათლებისთვის. აღნიშნული ცენტრი ახორციელებს პროგრამებს ეკონომიკის, სამართალისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიას, მარტის თვეში ეწვევიან BBS Wechloy-ს ტურიზმისა და ფინანსების მიმართულების სტუდენტები. ისინი შეძლებენ პრაქტიკული კომპონენტის გავლას ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებში, გაეცნობიან აკადემიის სწავლების სპეციფიკას და ქართულ კულტურას.