გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია

🔹მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებისთვის.
🔹გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
🔹სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში. ამასთანავე, სახელმწიფოში არსებული კანონით განსაზღვრული მომსახურებებისა და უფლებების შესახებ.