გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

  • აკადემიის დირექტორი ია ერაძე გერმანიაში, ოლდენბურგის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწვია (BBS Wechloy).
  • ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის თანამშრომლობას 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი აკადემიას ეწვია და ტურიზმისა და ფინანების მიმართულებით მის პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარა სტაჟირება. https://bbs-wechloy.de/…/alsazubi…/laenderinfos/Georgien.pdf
  • პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორთან, ოლივერ პუნტთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრისას განხილული იქნა დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას და ერთმანეთის სტუდენტებს მისაცემენ უფრო ხანგრძლივი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას, ისინი ასევე დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე. ამ მიზნით გერმანული მხარე სამუშაო ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
    🚩“ჩვენს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა უნდა გახდეს ინსტიტუციების დონეზე განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითი, რამაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესების დაჩქარებას ქვეყნების დონეზეც“ – განაცხადა ოფიციალურ მიღებაზე ია ერაძემ.