გერმანიაში, ქ. ოლდენბურგის გაზეთში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

გერმანიაში, ქ. ოლდენბურგის გაზეთში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და BBS Wechloy-ს გაცვლითი პროგრამის შესახებ, გერმანიაში, ქ. ოლდენბურგის გაზეთში სტატია გამოქვეყნდა, რომლის წაკითხვა ემოციების გარეშე შეუძლებელია!
👉გთავაზობთ სტატიის თარგმანს👍
👍გაცვლითი პროგრამა
“გულითადობით აღსავსე”
კირსტენ რორის სტატია

👉სურათზე – ერთ კვირაში დამეგობრებულნი: მოსწავლეები საქართველოს ბიზნეს აკადემია-SBA-დან (თბილისი) და ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლიდან BBS Wechloy.

✔️საქართველო და მისი დედაქალაქი საინტერესო ადგილია დიდი ისტორიით.
BBS Wechloy ეცნობა მას.

ოლდენბურგი – საქართველო, საქართველო… ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ადრე ფრაიბურგში თამაშობდნენ, კახაბერ ცხადაძე, ამჟამინდელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელი, ფრანკფურტის აინტრახტში (/93-/96) და ქეთი მელუა – ქართველი ბრიტანელი ქუთაისიდან, რომელმაც სიმღერით – „9 Milion Bicycles” მსოფლიოში მრავალი ადამიანის გული დაიპყრო.
კიდევ? BBS Wechloy-ს ექვსმა მოსწავლემ ცოტა ხნის წინ ბევრი რამ საკუთარი თვალით იხილა. მომავალი ტურისტული აგენტები, ბანკირები და BBS -ს ეკონომიკის უმაღლესი პროფესიული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირით იმყოფებოდნენ თბილისში, ამ საინტერესო და დიდი ისტორიის მქონე შავიზღვისპირა ქვეყანაში, რომელმაც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობის გამო ბევრი რამ გადაიტანა და ახალგაზრდა, დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესშია. ტურიზმს ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
მდიდარი კულტურა
შემთხვევითი არ არის, რომ BBS -ის სკოლის მასწავლებელი ტატიანა ლაბო, რომელიც საქართველოს უკეთ იცნობს, სკოლის დირექტორი ოლივერ პუნდტი, რომლებიც პარტნიორობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, აღფრთოვანებულნი დარჩნენ: “იქაური ადამიანები დაუჯერებლად სასიამოვნო და გულღია ხალხია და მათ ძალიან მდიდარი კულტურა გააჩნიათ. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ყველაფერი დიდ სარგებლობას მოუტანდა ჩვენს მოსწავლეებს და ეს მართლაც ასე მოხდა, “ჩვენ სითბოთი და სიყვარულით აგვავსეს” – აღნიშნავს ტატიანა ლაბომი.
როგორც ევროპულ სკოლას, BBS -ის მრავალ ქვეყანასთან აქვს კონტაქტი, რასაც მოსწავლეებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. საქარველოს ბიზნეს აკადემია-SBA-ის სახით თბილისში “მოვიძიეთ პატნიორი სკოლა, რომელთანაც ბევრი რამ გვაქვს საერთო”, ამბობს ლაბომი, “ზუსტად ის, რაც სჭირდებათ ჩვენი ტურიზმისა და თავისუფალი დროის დაგეგმვის აგენტებს, პერსონალურ და სავაჭრო ტურისტულ აგენტებს და საბანკო სექტორს”. აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრების ფონდმა გამოყო სახსრები, რამაც დიდად შეუწყო ხელი მოგზაურობას.
თან გვახლდა რობინ ბურგჰაუზენი, რომელიც არის მომავალი ტურიზმისა და თავისუფალი დროის განაწილების აგენტი დიპჰოლცის რაიონში. იგი ამბობს” “ადრე არასოდეს მომსვლია აზრად მეგობრებთან ერთად ჩამოვსულიყავი ქვეყანაში, მაგრამ ამ სკოლის ასეთი კარგ გარემოცვაში გავიფიქრე – რატომაც არა? – ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნებოდა – და ეს ასეც მოხდა როგორც პროფესიული, ისე პერსონალური თვალსაზრისით. უზარმაზარი სტუმართმოყვარეობა, რომელიც აქ ვნახე, მისაბაძია. უკეთესი გაცვლითი პროგრამა ჯერ არ შემხვედრია.”
ვალერია გერდესიც (23 წლის) აღფრთოვანებულია. იგი უკვე შემდგარი აგენტია პირადი და სავაჭრო მოგზაურობების კუთხით, მუშაობს ტურისტულ სააგენტოში AAvedi Travel in Rastede. იგი ამბობს: “მე სიამოვნებით მივდივარ ხოლმე იქ, სადაც უმრავლესობა არ მიდის. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს უზარმაზარი შანსი იქნებოდა. საბოლოო ჯამში ეს ყველაზე საინტერესო მოგზაურობა გამოდგა, რაც კი ოდესმე მქონია.” კულტურასთან ერთან პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანებსაც: “ეს საოცარი გულითადობა, მათ თავიანთი წეს-ჩვეულებებზე გადაგვაწყვეს. ჩვენ ერთად ვცეკვავდით, ვმხიარულობდით და სიამოვნებით ვაგემოვნებდით ქართული კერძებს.”
ძველი აბრეშუმის გზის ქალაქ ტიფლისიდან – ქართველები თბილისს ეძახიან, სადაც მოსწავლეები ცხოვრობდნენ, საიდანაც რიყის ქვით მოკირწყლული ძველი ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება მართლმადიდებლური ტაძრებით, არტ-ნუვოს სტილის შენობებით და ახალგაზრდული კლუბებით. აქედან 3 საათის სავალი გზაა ავტობუსით კახეთისაკენ, ელიზაბეტთალამდე (ასურეთი), სადაც ფახვერკის სტილით ნაშენი სახლებია. შეიძლება აგრეთვე ნახოთ სხვა ქალაქებიც, მთის სოფლები, მონასტრები, ეკლესიები და ბუნების უმშვენიერესი სურათები. ეს ქვეყანა ითვლება მოლაშქრეთა სამოთხედ და ზღვაზე დასვენების მოყვარულთა სამიზნედ, ბევრი ტურისტი აქ ორივე მათგანს აერთიანებს.
მრავალი რელიგია
“აქ მრავალ ადგილას იგრძნობა, რომ ეს არის ევროპის გასაოცარი გზაგასაყარი, სადაც უამრავი კულტურა იყრის თავს.” – ამბობს მასწავლებელი კატარინა უბენსი, რომელიც თან ახლდა ტატიანა ლაბომის მოსწავლეებს. “ეს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა, კავკასიური ქვეყანა კავკასიის შუაგულში, ქრისტიანული და ამასთან უაღრესად რელიგიური, სინაგოგებითა და მეჩეთებით მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით: ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ მეგობრულად, მარტივად და ბუნებრივად თანაცხოვრობენ ამ რელიგიათა წარმომადგენლები.”
გაცვლითმა პროგრამამ ახლა მიმართულება უნდა შეიცვალოს. “დიდია მოსწავლეთა დაინტერესება, ორმხრივი მუშაობა, მათ შორის კოოპერატიული პარტნიორის კონკორდ თრეველისა და სკოლების მხრიდან.” გერმანელი მოსწავლეების მუშაობამ ხელი შეუწყო მოგზაურობას. ახლა თბილისელებს სურთ ოლდენბურგში ჩამოსვლა.