დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი

2018წლის 7 დეკემბერს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის თელავის ისტორიულ მუზეუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნა წარმოდგენილი.
აღნიშნულ დასაქმების ფორუმში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა მსმენელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ.