სასწავლო პროცესის მართვის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს კვლევებს და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადება – გადამზადების /სასერტიფიკატო პროგრამების შექმნის ინიცირებას, პოტენციურ დამსაქმებელთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მათ შემუშავებას, დაგეგმვასა და განხორციელებას.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის შემადგენლობაში შემავალი კვალიფიციური პერსონალი და პოტენციური დამსაქმებლები უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის ხარისხიან წარმართვას, გამოცდილების გაზიარებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას.
თეა მაისურაძე
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი