დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA
GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას –
🔰,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”.
✅საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია პირველი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების მხარდასაჭერად პროფესიული მომზადების პროგრამას ახორციელებს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისთან ერთად.
♻ აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება.
🔰მიმდინარე წლის 21 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, პროფესიული მომზადების პროგრამის – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში” კურსდამთავრებულების სერტიფიკატების რიგით მეორე ცერემონია გაიმართა.
🔰კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება მიულოცეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ
🔰ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად.
🔰ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.