ენების სკოლა Home »

მოგესალმებით!

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც, საზოგადოებას ვთავაზობთ ინგლისურის, როგორც თამანედროვე ბიზნესის საერთაშორისო ენის სწავლების სხვადასხვა პროგრამას.

მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს ვისაუბრო საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ს ენების სკოლის დირექტორის სახელით და ვთქვა, რომ ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი მსმენელის კომფორტისათვის.

რატომ უნდა აირჩიოთ SBA Language School?

SBA Language School იყენებს საუკეთესო სასწავლო ლიტერატურას, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიას, რაც იძლევა, როგორც აუდიომასალისა და ფილმების, ისე ინტერნეტის გამოყენების საშუალებას ენის სწავლების პროცესში, ხოლო სწავლება ხდება თანამედროვე მეთოდებით, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პედაგოგების მიერ, რომლებიც სტუდენტებს მაქსიმალურად უქმნიან სასიამოვნო და მყუდრო სასწავლო გარემოს.

ჩვენ, მსურველებს ვთავაზობთ A1 (Starter), A2 (Elementary), B1 (Intermediate), B2 (Upper-Intermediate), C1 (Advanced) დონის პროგრამებს. ე.წ „დიაგნოსტიკური ტესტის“ საფუძველზე მსმენელი ჩაირიცხება შესაბამის დონეზე და სწავლას განაგრძობს ინგლისური ენის საკუთარი ცოდნის დონის შესაბამისად.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელზე გაიცემა ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი.

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუკი თქვენს არჩევანს ჩვენს სკოლაზე შეაჩერებთ. ჩვენი კვალიფიციური ქართველი და ამერიკელი პედაგოგები არ დაიშურებენ ენერგიას თქვენი ხარისხიანი განათლებისათვის.

პატივისცემით,

ელენა კროტენკო-კასრაძე

ენების სკოლის დირექტორი