თანამშრომლობის მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 15 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული განათლება წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ.