ინტელექტუალური ოლიმპიადა  „მომავლის ბიზნესმენები“

ინტელექტუალური ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“

📣ფინალური შეხვედრა პროფესიული სტუდენტებისთვის!
🗣 „მომავლის ბიზნესმენები“
🔹2022 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გაიმართა ფინალური შეხვედრა აკადემიის პროფესიული სტუდენტებისთვის.
🔹ერთმანეთს დაუპირისპირდა შედა შესარჩევ შეხვედრაზე შექმნილი 5 ძირითადი გუნდი.
🔹გუნდებმა ამჯერადაც შესანიშნავად შეასრულეს დავალება – მათ მიერ მომზადდა და დაისვა საინტერესო კითხვები, რისთვისაც მადლობა თითოეულ მონაწილეს!
🔹წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ორი გუნდი თანაბარი უმაღლესი ქულით – სოფიო ბაღაშვილის ხუთეული და ლუკა ლობჟანიძის ხუთეული.
🔹ოლიმპიადის წესების მიხედვით, ფრეს შემთხვევეში შეხვედრის ბედს წყვეტს დამატებითი რაუნდი, სადაც ერთ-ერთი თანაბარქულიანი გუნდის მიერ, ღია კენჭისყრის საფუძველზე დაისმება ერთი დამატებითი კითხვა.
🔹დამატებით რაუნდში საბოლოოდ გაიმარჯვა სოფიო ბაღაშვილის ხუთეულმა და შესაბამისად, ამ გუნდის ხუთივე წევრი გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული აკადემიის პროფესიულ სტუდენტებს შორის. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი გახდა ოლიმპიადის ადმინისტრაციის წევრი. ისინი ორგანიზებას გაუწევენ ოლიმპიადას სკოლებში. დასასრულს, კი ყველა მათგანს გადაეცემა ცნობილი ბრენდის პლანშეტური კომპიუტერი.
🔹ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia
👇გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა კი ასეთია:
სოფიო ბაღაშვილის ხუთეული
1. სოფიო ბაღიშვილი (გუნდის ლიდერი)
2. მარიამ ჩამგელიანი
3. საბა ტალახაძე
4. ნინო ავეტისოვი
5. შალვა ბარტყულაშვილი
👉კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა გუნდს, სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად გამოვიდა ფინალის დღე ასეთი საინტერესო!