საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური Home »

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური

ორიენტირებულია  პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვაზე კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის. აღნიშნული სამსახური  ატარებს სისტემატურ შეხვედრებს სტუდენტების კარიერის ორიენტაციის საკითხებზე და ეხმარება მათ შემდგომი განათლების საჭიროებების იდენტიფიკაციაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური აწარმოებს კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკურ აღრიცხვასა და ანალიზს, რის საფუძველზეც იქმნება დიპლომირებული სპეცილისტების მონაცემთა ბაზა. ბაზა მოიცავს ინფორმაციას თითოეული სპეციალისტის შესახებ, რომლის კომპეტენციები აღიარებულია საქართველოს ბიზნესის აკადემიისა (SBA) და პროფესიული ასოციაციის (PAFS) მიერ.

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA ყოველწლიურად აახლებს კურსდამთარებულთა ბაზას და საჭირო ინფორმაციას აგზავნის შესაბამის პარტნიორ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
ტელეფონი: 032 240 34 40;  032 240 33 40
ელ-ფოსტა: pr@sba.edu.ge