კონკურსი “მომავლის ბიზნესმენები”

კონკურსი “მომავლის ბიზნესმენები”

საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია-SEPIA, ერთობილვად ატარებს კონკურსს „მომავლის ბიზნესმენები“ . რომელშიც მონაწილეობას იღებს თბილისის საჯარო სკოლები 11-12 კლასის მოსწავლეები. თითოეული სკოლიდან შეირჩა 25 მოსწავლე და ჩამოყალიბდა 5 ჯგუფი.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და სასწავლო გრანტებით.  კონკურსის მხარდამჭერები: შემოსავლების სამსახური, FMG-ფინანსური მართვის ჯგუფიდა ტერა ბანკი. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის აუცილებელი უნარები, გაეცნობიან იმ პრინციპებს, რასაც ემყარება Mercedes-Benz-ის, BMW-ის, Ford-ის, Apple-ის, Microsoft-ის და სხვა მრავალი კომპანიის წარმატება, გაიგონ, თუ რომელი პროფესიაა მათთვის მოსაწონი ყველაზე მეტად და განუვითარდებათ დასაქმებისათვის საჭირო უნარები.

კონკურსმა სტარტი აიღო 14 ნოემბერს და აკადემიაში გაიმართა პირველი ნახევარფინალი, რომლის მიზანს წარმოადგენდა თბილისის 105-ე საჯარო სკოლის საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა.

ნახევარფინალში გაიმარჯვა თამარ ანთიას ხუთეულმა. კონკურსის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.

ფინალი გამოავლენს 105-ე საჯარო სკოლის უძლიერეს გუნდს, რომელიც სუპერფინალში დაუპირისპირდება სხვა საჯარო სკოლების ასევე ყველაზე ძლიერ გუნდებს.

შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.