კონფერენცია თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“

კონფერენცია თემაზე: „უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, 2019 წლის 27 ივნისს, 11 საათზე აწყობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე:
„უწყვეტი განათლების 8 საკვანძო კომპეტენცია“
👉ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზება აკადემიის ტრადიციად იქცა და ყოველ ჯერზე ის განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემას ეძღვნება.მე-8 კონფერენცია უწყვეტი განათლებისათვის საჭირო რვა საკვანძო კომპეტენციას ეხება.
საკვანძო კომპეტენციები ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციითაა განსაზღვრული და მიუხედავად პროფესიული საქმიანობისა, საზოგადოების ყველა სრულ;ფასოვანი წევრი უნდა ფლობდეს მიღებული განათლების შესაბამის დონეზე.
✔️კონფერენციის ფარგლებში სპეციალისტები იმსჯელებენ ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:
✅ რა არის რვა საკვანძო კომპეტენცია?
✅ საგანმანათლებლო პროგრამაში მათი ინტეგრირების როგორი პრაქტიკა არსებობს ევროპაში და როგორია მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში?
✅ რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ და განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მასწავლებელმა, რათა ხელი შეუწყოს პროფესიული სტუდენტისათვის საკვანძო კომპეტენციების წარმატებით გამომუშავებას?
✅ გვაქვს თუ არა ამ მხრივ ერთმანეთისათვის გასაზიარებელი საუკეთესო გამოცდილება?
👆კონფერენცია წარიმართება არატრადიციულ ფორმატში. კონფერენციის პირველი ნაწილი რამდენიმე ექსპერტის პრეზენტაციას მიეძღვნება. მეორე ნაწილი კი მთლიანად კონფერენციის მონაწილე სპეციალისტთა ინტერაქციას დაეთმობა. კონფერენციას სისტემისა და ინსტიტუციისათვის რეკომენდაციების შემუშავებით დასრულდება.
✔️კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიულ მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისწარმომადგენლებს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ დარგის სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ერთი დაწესებულებიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.
✔️კონფერენციაში მონაწილე პირებზე გაიცემა სერტიფიკატი
✔️კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული
მნიშვნელოვანი თარიღი:
❗️24 ივნისი, 17:00 სთ – მონაწილეთა ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია:
✏️მისამართი: თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
საკონტაქტო პირი:
ლიკა კომახიძე
☎️ტელ:+995 (32) 2403440,
📩E-mail: pr@sba.edu.ge