კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული

კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული

თბილისში, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.
300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში გარდაცვლილთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები.
სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც სიმბოლურად საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებას და ქვეყნის ერთიანობას განასახიერებდა. სანახაობის შემდეგ მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი, ია ერაძე.