2017 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ბიზნესის აკადემიაSBA-ში პარტნიორი კომპანიის მიერ ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“ ლექციას გაუძღვება, კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორი, ქალბატონი მაკა მჟავანაძე.
განსახილველი თემებია:
- რა არის წარმატება;
- როგორ გავხდეთ წარმატებულნი;
- 5 ძირითადი პრინციპი იმისთვის, რომ გავხდეთ წარმატებულნი;
- QBQ-პირადი პასუხისმგებლობა და მისი როლი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში;