ნოვრუზ ბაირამი

ნოვრუზ ბაირამი

ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და ყველა აზერბაიჯანელს ვულოცავთ ნოვრუზ ბაირამს.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამი კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.
ამ დღეს იშლება სუფრა, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფხულმა, ანუ ახალმა წელმა, ოჯახი კეთილდღეობით, ხვავითა და ბარაქით უნდა აავსოს.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის დროს სუფრაზე მნიშვნელოვანი სამანია, ანუ ჯეჯილი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა.