პროექტის საბოლოო ანგარიშის გაზიარება კერძო სექტორისთვისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

პროექტის საბოლოო ანგარიშის გაზიარება კერძო სექტორისთვისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

🔹საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ ,,პსპ ფარმასთან” თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღო USAID-ის პროექტის განხორციელებაში სახელწოდებით: “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”
🔹აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები და მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების რეგიონებში განხორციელებას.
🔹პროგრამა მონაწილეობას იღებს ფარმაცევტული წარმოების და გაყიდვების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაში.
🔹პროექტის ფარგლებში შემუშავდა:
➡️პროფესიული მომზადების პროგრამა ,,პარაფარმაციის კონსულტანტი’’
➡️პროფესიული გადამზადების პროგრამა ,, ფარმაცევტული ზრუნვა (კონსულტირება)’’
🔹მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა პროექტის საბოლოო ანგარიშის გაზიარება კერძო სექტორისთვისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო პროგრამებისა და დოკუმენტების შესახებ, კერძოდ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ხელმისაწვდომია:
➡️პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგია;
➡️პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გზამკვლევი.
🔹შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის, კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროცესში და გამოცდილების გაზიარების მიზნით სვამდნენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს პროექტის ფარგლებში.