მიმდინარე წლის 16 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელობით განხორციელდა ინკლუზიური განათლების პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ .
აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულებისათვის კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და განვიოთარებას.
პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: აკაკი ცანკაშვილი, დათო აბულაძე, ელენე ახვლედიანი, ლიკა აზმაიფარაშვილი, მათე ტერტერაშვილი და მურატი მამუჭაძე. აკადემიამ უზრუნველყო სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყოფა, რის საფუძველზეც მოსწავლეები დაეუფლნენ ვებ-დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამას.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ. რომელსაც ესწრებოდნენ და შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით ქურდაძემ, პროფესიული ეროვნული საბჭოს წევრმა: ასოციაცია „ანიკას“ დირექტორმა, ქალბატონმა ირინა ინასარიძემ, კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა ბერაიამ, კერძო კოლეჯების ვიცე პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ.
ღონისძიების ბოლოს,პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.
აკადემია ულოცავს მიღწეულ წარმატებას კურსდამთავრებულებს და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.