პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული

პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის, ‘Skills4Jobs’ მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა.
✔კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ.
✔7⃣ დეკემბერს განხილულ იქნა ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე
ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის დირექტორმა ია
ერაძემ,,რომელმაც აკადემიის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას,
🔊აკადემია მადლობას უხდის პერსონალს, პროფესიულ მასწავლებლებს, სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან გამოწვევებს ითვისებენ და ახორციელებენ პრაქტიკაში თანამედროვე მიდგომებს.