პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ჯანო ძირკვაძე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ჯანო ძირკვაძე

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია – ჯანო ძირკვაძე. მის მიერ აკადემიაში სწავლის გამოთქმის სურვილი დაწესებულებისათვის იქცა გამოწვევად, მსგავსი საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდების კუთხით.
ჯანოსთვის სპეციალურ საჭიროებას ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ბეჯითი სტუდენტი, ესწავლა და ეკეთებინა საყვარელი საქმე, რომელსაც 6 წლის ასაკიდან მოჰკიდა ხელი. ის თაბახით, მუყაოს ქაღალდით, ქვიშით, ნაძვის გირჩებითა და საღებავებით ქმნის მაკეტებს: ეკლესიას, მესხური ტიპის საცხოვრებელ სახლს, ფაეტონს და სხვა.
ჯანოს თქმით: „ეს არის ჩემი გატაცება, საქმე, რომლის კეთების დროსაც ვმშვიდდები. ამით მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნება, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე დაათვალიეროს ჯანოს ნამუშევრები.