მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, MCA-Georgia-ს და ISWD-ს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა შედგა, პროექტის ადმინისტრაციასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA გახლავთ MCA-Georgia-ს და ISWD-ს საგრანტო პროექტის გამარჯვებული.
აღნიშნულ შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა, გააცნეს პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პროექტის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები და განახორციელეს საუკეთესო პრაქტიკის ფინალური ანგარიშის პრეზენტაცია.