საექთნო საქმის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა!

საექთნო საქმის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა!

🔰საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა,
✅კლინიკური მოდულების განხორციელების პერიოდში წარმოშობილი გამოწვევებისა და ახალი სასწავლო პერიოდის დაგეგმვასთან დაკავშირებით;
👉შეხვედრას ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექთანი – მარინე მუშკუდიანი.