სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა Home »

თუ ხართ პროფესიონალი და გსურთ მუდმივად ადევნოთ თვალყური პროფესიულ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მოიძიოთ განვითარების შესაძლებლობები,  დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, გაერთიანდით worknet-ში, გააგებინეთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები დამსაქმებლებს.

მომზადება- გადამზადების სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებლებსა და ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს გადამზადდნენ მათთვის სასურველ პროფესიაში, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო მათ აწვდის ინფორმაციას შრომით ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რაც ზრდის მათი სწორად გადამზადებისა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობას.

სახელმწიფო აფინანსებს მომზადება-გადამზადების მსურველებს სასურველ პროფესიულ კოლეჯებში განათლების მისაღებად, აგრეთვე ეხმარება მათ სტაჟირებაში. პროფესიულმა სასწავლებლებმა და კოლეჯების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, შეხვედრაზე წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარი ტექნიკური ბაზის შესახებ, ისაუბრეს შემოთავაზებებზე, სასწავლებლებში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში Worknet.gov.ge-ზე. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს 11-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი და მიღწეულია შრომითი ქმედუნარიანობის ასაკს. შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის არმქონე პირს მომსახურებით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობის წარდგენის შემდეგ.

Worknet.gov.ge-ზე რეგისტრაციისას, პირი თავად ირჩევს და ნებისმიერ დროს ცვლის სისტემით სარგებლობის უსაფრთხოების პარამეტრებს. ერთხელ რეგისტრირებული მომხმარებელი ვეაღარ შეძლებს განმეორებით რეგისტრაციას წინა რეგისტრაციის გაუქმების გარეშე.

მათ, ვისაც გაქვთ ონლაინ პროდუქტთან მუშაობის პრობლემები, ვერ გეხმარებათ ახლობელი და /ან არ გაქვთ ინტერნეტთან წვდომა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებათ აპლიკაციის შევსებაში.