„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ – პროექტის შედეგების პრეზენტაცია

„სამუშაო ადგილზე სწავლების საუკეთესო პრაქტიკა“ – პროექტის შედეგების პრეზენტაცია

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით,  „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“ ახორციელებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, პროექტის ძირითად მიზანს, შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის – პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა წარმოადგენს.

განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, „სამუშაო ადგილზე სწავლების” პრინციპით, ასოციაციის წევრ კომპანიებში ახალგაზრდები დასაქმდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის  პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირების მიზნებიდან გამომდინარე. საქართველო გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული დამატებითი მექანიზმები  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოების კუთხით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.

14800146_1122990714463120_2071282742_o

14803100_1122990837796441_1051098906_o

14799885_1122990724463119_1457056327_o