სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან

მიმდინარე წლის 9 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მოდულების ადაპტირება, საგანმანათლებლო რესურსის განხილვა და სხვა. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო რეჟიმი აკადემიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და როგორც ერთიანი გუნდი, ამ ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას. მან დადებითად და პროდუქტიულად შეაფასა შესრულებული სამუშაო და სამუშაო ჯგუფს წარმატებები უსურვა.