მიმდინარე წლის 25ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA- ში მოეწყო სასწავლო ექსკურსია სტუდენტებისთვის. სტუდენტები იმყოფებოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდსა“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში.“ ვიზიტის ფარგლებში ისინი დეტალურად გაეცნენ საბაჟო გამშვები პუნქტის, გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს. დაათვალიერეს , ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის საბაჟო დამუშავების ოპერაციები. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ განახორციელეს სატრანსპორტო კონტროლის ოპერაციის იმიტაცია, კრიმინალისტების ჩართულობითა და ძაღლის დახმარებით, მათ აღმოაჩინეს კონტრაბანდული საქონელი. ასევე, დაესწრნენ ფიზიკური პირის დათვალიერების პროცედურას, რომელიც სპეციალური დანადგარის მეშვეობით განხორციელდა. სასწავლო ექსკურსიის ბოლოს მებაჟე ოფიცრებმა სტუდენტებს ჩაუტარეს პრეზენტაცია საბაჟო ორგანოს საქმიანობასა და მათი მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.