სასწავლო წლის დაწყების  საზეიმო ცერემონია

სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ. ასევე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და აკადემიის პროფესორი ბატონმა კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიღებული ცოდნის სწორად რეალიზების, განათლების საჭიროებასა და სტუდენტების დასაქმებაზე. ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსდამთავრებულებს, გიორგი ბარნოვსა და თათია ჩოხელს ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ დიპლომები გადასცა.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი ალტა ფანჩვიძე გახდა მიმდინარე წლის სტიპენდიანტი. ჯუმბერ სამაკაშვილის, ფიქრია სახელაშვილის და ალტა ფანჩვიძის საჯარო სკოლის დირექტორებს დაეგზავნათ მადლობის წერილები ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერების აღზრდისათვის. აღნიშნული გზავნილის შინაარსი დამსწრე საზოგადოებას გააცნო სასწავლო დარგის მენეჯერმა ქალბატონმა თეა მაისურაძემ.

აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ პარტნიორ კომპანიებს-ტერა ბანკს, შემოსავლების სამსახურს და „ქბქ“გადასცა სერტიფიკატები საუკეთესო პარტნიორობისათვის. მათ აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება. „ქბქ”-ს წარმომადგენელი ქალბატონ მაკა მჟავანაძე, გაესაუბრა და შესთავაზა ვაკანსები აკადემიის კურსდამთავრებულებს.
ღონისძიება უამრავი დადებითი ემოციით იყო დატვირთული. დასასრულს, აკადემიამ პირველკურსელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი გასართობ აქტივობებს დაეთმო, რომელიც ბატონი გივი ჭანტურიას ვიოლინოს აკომპონიმენტის თანხლებით მიმდინარეობდა.
აკადემიის სტუდენტებმა ფერად ფურცლებზე დაწერეს და შთაბეჭდილებების ყუთში მოათავსეს თავიანთი მოლოდინები და შთაბეჭდილებები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!