საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „მეორე მერცხალს“-ს შორის – გუნდმა „მეორე მერცხალმა“.
ფინალურ თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „მეორე მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება გუნდმა “მეორე მერცხალმა“ მოიპოვა.
აკადემია ულოცავს მოგებულ გუნდს გამარჯვებას!