კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკთან ერთად, ტალანტების მოზიდვის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტებისა და მაგისტრანტების შერჩევა.
აღნიშნული ღონისძიებატექნოპარკში ჩატარდება, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
01/07/2016 – დასაქმების ფორუმი
02/07/2016 – კრეათონი
04/07/2016 – საზეიმო დახურვა და დაჯილდოვების ცერემონიალი
კრეათონის პროცესში შექმნილ საუკეთესო პროექტებსსაგანგებოდ მოწვეული ჟიური გამოავლენს, რომლის წევრებიც, როგორც GWP-ის მენეჯმენტი, ასევე მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები იქნებიან.
დასაქმების ფორუმის და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიანსტაჟირების პროგრამას გაივლიან, მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსონ სააპლიკაციო ფორმა
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუდმივად განახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს, რითაც ხელს შეუწყობს ტექნიკური სფეროს სპეციალისტების განვითარებას.