საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!

🔰დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!
📍სხდომას დაესწრო აკადემიის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.
📍 შეხვედრაზე განხილული იქნა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მოტივაციის მექანიზმები, აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები.
📍აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის პერსონალს გაწეული მუშაობისთვის და ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ.
აღსანიშნავი ფაქტია , რომ 2022 წელს ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 40% გაიზარდა.
📍საქართლოს ბიზნესის აკადემია- SBA ზრუნავს დასაქმებულ პერსონალზე და ხშირად ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს.
აკადემიის დირექტორის ინიციატივით ულამაზესი დიზაინით დამზადდა “SBA-ის მადლობის წიგნი” , სადაც პერსონალს შეუძლია მასში გაკეთებული ჩანაწერით მადლობა გადაუხადოს ერთმანეთს, SBA-ის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გამოვლინდება დასაჯილდოვებელი პირი.
📍შეხვედრის ბოლოს გამოვლინდნენ წლის ნომინანტები, რომელთაც გადაეცათ ჯილდოები და საჩუქრები.