განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით, ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტაცია, აკრედიტებული შემფასებლებისა და ტრენერების სტატუსი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.
აკრედიტებულ ტრენერებსა და შემფასებლებს უფლება ეძლევათ, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყონ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის დანერგვას სხვადასხვა ტიპის დაწებულებებში. ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება, კომპანია თუ ორგანიზაციაა. მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან – BMW, BOSCH, PHILIPS, VOLKSWAGEN და VOLVO.
ამ მიზნით 2015 წლის დასაწყისში შეირჩა სამი კერძო (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია – , საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“) და სამი სახელმწიფო (საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“) პროფესიული დაწესებულება, რომლებმაც EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით განახორციელეს თვითშეფასებები, გამოკვეთეს გასაუმჯობესებელი საკითხები და მათზე დაყრდნობით დაგეგმეს შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები. 2016 წელს, მათ „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, ევროპის ხარისხის ფონდის მიერ აღიარებული ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. EFQM- ხარისხის ნიშნის მოპოვება, ნიშნავს კომპანიის ავტორიტეტულ აღიარებას ევროპული სტანდარტების დონეზე, მისი მენეჯმენტისა და საქმიანობის ხარისხის ორიენტირებულობას მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე. აკადემია ღირსეულად აგრძელებს ევროპის ხარისხის ფონდის მიერ აღიარებული ნიშნის ფლობას.