საქართველოს ბინზესის აკადემია -SBA ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ბინზესის აკადემია -SBA ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა

📣სასიამოვნო სიახლე!
🔹საქართველოს ბინზესის აკადემია -SBA ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა.
✅ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც დაარსდა ქართული და ევროპული კომპანიების მიერ 2006 წელს ბრიუსელში. EUGBC-ს ასევე ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, 2013 წლის სექტემბრიდან.
🔰EUGBC-ის მიზანია წაახალისოს ინვესტიციები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეხმარება და ურჩევს თავის წევრებს საქართველოსა და ევროკავშირში ბიზნესის შექმნასა და წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, ბიზნეს კავშირების დამყარებით, ბაზარზე წვდომის სირთულეების გადაჭრით და მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვით.
👉EUGBC წევრ ორგანიზაციებს სთავაზობს:
➡დახმარებას პოტენციური პარტნიორების პოვნაში;
➡ რეგულარულ შეხვედრებს და დიალოგს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან;
➡ სხვა აქტივობებთან ერთად კომპანიის პოპულარიზაციას წევრ ორგანიზაციაში ვიზიტის გზით;
➡მონაწილეობას ბიზნეს ფორუმებში/B2B პლატფორმებში, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
➡ ორგანიზაციის შესახებ სტატიის განთავსებას ყოველწლიურ ჟურნალში „EUGBC Business Line“;
➡ რეგულარული შეხვედრებსა და დიალოგს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან;
➡უცხოური დიპლომატიური სამსახურების/საქართველოს საელჩოების დახმარებას საზღვარგარეთ;
➡მოწვევას EUGBC-ის ბრენდირებულ ღონისძიებებზე თბილისში ან უცხო ქვეყნებში;
➡ EUGBC-ის პროექტებისა და საქმიანობის შესახებ რეგულარულ განახლებებს;
➡EUGBC თემატური კომიტეტების/DCFTA სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას.