საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე!

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე!

2019 წლის 14 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი გაიმართა. სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ბ-ნმა კახაბერ ერაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნმა თამარ მახარაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა მარი ბეზარაშვილმა. პარლამენტის ფრაქცია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე ბ-ნმა გია ჟორჟოლიანმა, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა ირინა წეროძე, და მისი მოადგილემ ქ-ნმა თამარ სამხარაძემ.
👉 ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა ბერაიამ ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2017-2018 წლების ანგარიში. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია: ხმათა სრული უპირატესობით საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და მისი დირექტორი ქალბატონი ია ერაძე, მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა, ნინო გომელაური- მარნეულის კოლეჯი , გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი გეორგია ,შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი , მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემია“ ,რაინდი ლომაია-საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი.
👉ფორუმზე ასევე მოხდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევა, ახლადარჩეულმა გამგეობამ ასევე ხმათა სრული უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია ქ-ნი ია ერაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ ქ-ნი მაია ჩიხლაძე და ქ-ნი ნინო გომელაური.
ქალბატონმა იამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, გამგეობის წევრ კოლეჯებსა და წარმომადგენლებს ასეთი ნდობისთვისა და სიყვარულისთვის და პირობა მისცა, რომ ნაყოფიერი და გამორჩეული წელი იქნება თითოეული მათგანისათვის.