საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ !
განისაზღვრა მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შიდა შერჩევის ვადები.
შერჩევის დრო და თარიღი გამოგზავნილია თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ გაეცნოთ გზავნილს.
შიდა შერჩევა წარიმართება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში – ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის გასავლელად, აკადემიაში გამოცხადდით გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა).
გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
- დაუშვებელია გამოცდაზე დაგვიანება
- რეგისტრაციის გასავლელად, აკადემიაში გამოცხადდით 13:00საათიდან
- თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა)
- დაუშვებელია საგამოცდო სივრცეში ტელეფონისა და სხვა ელ. მოწყობილობების შეტანა
- საგამოცდო სივრცეში დასაშვებია მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა
- შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ, როგორც აკადემიისგან, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა – vet.emis.ge-სგან