სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „ნიკორა ტრეიდის“ რეკრუტინგ-მენეჯერი ქალბატონი ნინო ადამაშვილი შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრის მიზანი „ნიკორა ტრეიდში“ არსებული ვაკანსიების შეთავაზება იყო. ქალბატონმა ნინომ სტუდენტებს გააცნო პირობები და მათთვის მორგებული გრაფიკი შესთავაზა. გასაუბრების შედეგად შეირჩა კანდიდატები.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და „ნიკორა ტრეიდს“ შორის დაისახა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები.