სერვისები სტუდენტებისათვის!
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
პროფორიენტაციის სამსახური – აკადემიაში შექმნილია პროფორიენტაციის სამსახური, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარებ, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge; office@sba.edu.ge
კარიერის სამსახური- აკადემიის კარიერული სამსახური მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე. სასწავლო პროგრამები შექმნილია დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. სპეციალობის მასწავლებელთა უმეტესობაც მომავალი დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი პროფესიული პრაქტიკის გავლას. ყოველივე ეს ქმნის თითოეული სტუდენტის წარმატებული დასაქმების წინაპირობას. ჩვენი ურთიერთობა სტუდენტებთან არ მთავრდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით ან დიპლომის გაცემით, კარიერის სამსახური უწევს კონსულტაციებს და ზრუნავს მათ დასაქმებაზე. აკადემიის ყველა კურსდამთავრებული აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პროფესიულ განვითარებას. კარიერის სამსახური აკადემიაში აწყობს დასაქმების ფორუმებს, წარჩინებულ სტუდენტებს აძლევს განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რითაც ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას პარტნიორ ორგანიზაციებში.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge; office@sba.edu.ge
სტაჟირების პროგრამა- აკადემია თავის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ შრომითი უნარები აკადემიაში არსებულ საშტატო ერთეულებში.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge
საკონსულტაციო მომსახურება- აკადემიაში არსებობს საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში მომუშავე პირები, არსებულ სტუდენტებს უწევენ კონსულტირებას და ეხმარებიან მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა t.maisuradze@sba.edu.ge
ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური – აკადემიაში ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისათვის გამოყოფილია სპეციალური სივრცე. სტუდენტებს ემსახურებათ სერტიფიცირებული ექიმი და კვალიფიციური ექთანი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან პირველადი დახმარების გასაწევად. ამისათვის არსებობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყველა პირობა. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო და სტუდენტთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, საჭიროების შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია პირის საწარმოო პრაქტიკის ობიექტზე დაშვებისათვის. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს შშმ/სსსმ პირებს. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაწესებულების შენობის დაცვას. ის ემსახურება უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.
დაგვიკავშირდით: ტელ 032 240 34 40 (106); ელ. ფოსტა lia.mgebrishvili081461@gmail.com
სოციალური პასუხისმგებლობა – აკადემია ზრუნავს სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე და აკადემიაში ნებისმიერ პროგრამაზე სწავლების შემთხვევაში სთავაზობს სწავლის საფასურზე 20%-იან შეღავათს.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge
ფინანსური შეღავათი- აბიტურიენტები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მოიპოვეს სასწავლო გრანტი, აკადემიაში ნებისმიერ პროგრამაზე სწავლების შემთხვევაში ისარგებლებენ 20%, 30%, 50%-იანი შეღავათებით.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა s.inashvili@sba.edu.ge
სერვისი შშმ პირებისათვის- SBA ქმნის პირობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის განათლების მისაღებად და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას .
- გადაადგილების უნარშეზღუდულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ ყველა აუდიოტორიასა და კაბინეტში. მათთვის მოწყობილია პანდუსები და ხელმისაწვდომია ყველა სახის სერვისი. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ აღნიშნულ პირებს.
- სმენადაქვეითებული სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია სასწავლო მასალები როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. გამოცდების პროცესი ხორციელდება მათთვის მოსახერხებელი ფორმით. აკადემიას ჰყავს პერსონალი, რომელის ეხმარება მათ კომუნიკაციის დამყარებაში. მიზნობრივი ჯგუფის საჭიროების გათვალისწინებით, აკადემიაში შექმნილია საშაბათო სკოლა, სადაც ხორციელდება ვებ-დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამა.
- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსინათლო პირთა განათლების საკითხებს. დადებულია თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უსინათლოთა კავშირთან, რომელიც სპეციალური აპარატურით აღჭურვილ სტუდიაში უზრუნველყოფს სასწავლო და მხატვრული მასალების ჩაწერას
- აუდიო მატარებლებზე. არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უსინათლოთათვის ხელმისაწვდომს ხდის ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი ინფორმაციის გაცნობას.
- ასევე აკადემიას ყავს პერსონალი მინზობრივი ჯგუფის გათვალისწინებით.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა Office@sba.edu.ge
აკადემია გთავაზობთ ფორმალური განათლების აღიარებას აკადემიის ფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად. აღნიშნული წესი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების პირობებსა და პროცედურებს. ფორმალური განათლების აღიარების მსურველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ფორმალური განათლების აღიარება, მხოლოდ მის მიერ აკადემიის რომელიმე პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ.
ფორმალური განათლების აღიარების ეტაპები:
- აკადემიისთვის განცხადების წარდგენა;
- კომისიის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება;
- კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა office@sba.edu.ge
აკადემია გთავაზობთ არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობას, რომლის მიზანია, არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის (შემდეგში – მაძიებლისთვის), ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის
გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვით დასაქმების ხელშეწყობა.
არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადის წარმოდგენა; ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება; გ) შეფასება; დ) გადაწყვეტილების მიღება.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა office@sba.edu.ge
სერვის–ცენტრი – ახორციელებს სტუდენტთა მომსახურეობას, გასცემს ინფორმაციას და კონსულტაციებს რეგისტრაციის, ჩარიცხვის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, პრაქტიკების, საგამოცდო სესიების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. გასცემს ცნობებს, საჭირო დოკუმენტაციას სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვ.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა t.maisuradze@sba.edu.ge
ბიბლიოთეკა – აკადემიას გააჩნია ბიბლიოთეკა, რომლის წიგნსაცავში დაცულია მოდულების მიხედვით მითითებული ყველა სასწავლო ლიტერატურა, ხელმისაწვდომი ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. სამკითხველო დარბაზში განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების დასკანერება, ასლების გადაღება და ამობეჭდვა. კვალიფიციური ბიბლიოთეკის გამგე ყოველთვის მზადაა მკითხველთა დასახმარებლად. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა 10.00 დან 18.00 საათამდე.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა library@sba.edu.ge
უკაბელო ინტერნეტი/Wifi – თქვენ შეგიძლიათ აკადემიის მთელ ტერიტორიაზე ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტით.
კაფეტერია – აკადემიის კაფეტერია მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. კაფეტერია ორიენტირებულია სტუდენტს შეუქმნას კომფორტული, მყუდრო დასვენების გარემო და უზრუნველყოფს ჯანსაღი საკვების მიწოდებას.
დაგვიკავშირდით: ტელ 032 240 34 40 (115).
ღონისძიებები – გარდა ხარისხიანი განათლების მიწოდებისა, აკადემია ზრუნავს სტუდენტურ ცხოვრებაზე და სწავლის პერიოდში სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროექტს, ინტელექტუალურ, გასართბ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge
სატრანსპორტო მომსახურება – აკადემია ითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და ყოველთვის სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს, რაც ითვალისწინებს ასევე ტრანსპორტით მომსახურებასაც. აკადემიას ჰყავს მიკროავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა უსაფრთხო გადაადგილებას. ეს სერვისი აკადემიის სტუდენტებისთვის უფასოა.
დაგვიკავშირდით: ელ. ფოსტა pr@sba.edu.ge
ავტოსადგომი – აკადემიას საკუთრებაში აქვს ავტოსადგომი, რომელიც სამუშაო საათებში ხელმისაწვდომია სტუდენტებისათვის.
დაგვიკავშირდით: ტელ 032 240 34 40 (106);