მიმდინარე წლის 23 სექტემბერს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციისა (GLA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მოწვევით (GIZ GmbH)
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში უნარებზე მოთხოვნის კვლევის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სექტორში პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევის შედეგები და განხილული იქნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
პრეზენტაციას დაესწრნენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში წამყვანი დამსაქმებლების, რელევანტური საჯარო ინსტიტუციების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის დირექტორი ია ერაძე.