ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“

ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“

2018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი “იმედი”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ტრენერმა ბორის ოსიპიანმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ტრენერმა, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი დახმარების მნიშვნელოვნებაზე. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მსმენელები აქტიურად ჩაერთვნენ სიმულაციური სწავლების პროცესში, სადაც მათ მულაჟების გამოყენებით განახორციელეს პირველადი სამედიცინო დახმარების აქტივობები.
ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.