ტრენინგი ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროექტის მხარდასაჭერად

ტრენინგი ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროექტის მხარდასაჭერად

🔊18 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA იმ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ჭრილობების მართვის პროექტის მხარდაჭერის მიზნით ქართველი ტრენერებისათვის ინტერაქტიული სწავლებისა და შეფასების საკითხებში ტრენინგს გაუწია ორგანიზება.

➡️ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე წელია გერმანელი ექსპერტები მომავალი ტრენერებისათვის ტრენინგებს ატარებენ საქართველოში. წელს ქართველი ტრენერები თვითონ ჩაატარებენ ტრენინგებს ჭრილობების მართვის თანამედროვე მეთოდებში, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემიაც უმასპინძლებს.

➡️ტრენინგი ექსპერტმა თეა ოსეფაშვილმა ჩაატარა. ტრენინგის ჩატარებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაუჭირა მხარი.