ტრენინგი „ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა“

ტრენინგი „ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა“

📣2020 წლის 24 თებერვალს, ტრენინგის – „ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა“ წარმატებით კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ფრაიბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
👉აღნიშნული ტრენინგი აკადემიასა და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც აკადემიისა და საქართველოს კარიტასის ექსპერტ-ტრენერები უძღვებოდნენ.
📍ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქმედი ქართველი ექთნებისათვის ჭრილობების მოვლის უახლესი და ეფექტური მიდგომების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, რაც ფრაიბურგის უნივერსიტეტის მხრიდან სწავლებისა და კვლევის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა Cornelia Kricheldorff, ხაზი გაუსვა მსგავსი ტრენინგების მნიშვნელობას ექთანთა პროფესიული განვითარების, ასევე ჭრილობების მართვის სფეროში ეფექტური მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის საქმეში. მან კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პირადად გადასცა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანულ თანამშრომლობას განათლების სფეროში სისტემურ და ინსტიტუციურ დონეზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრენინგების შეთავაზება აკადემიამ კვლავაც უნდა განაგრძოს პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისათვის, ამასთან გერმანელ სპეციალისტთა მიერ გაზიარებული მიდგომები ჭრილობების მართვის საკითხებში, საექთნო განათლების საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამაშიც უნდა აისახოს.