ტრენინგი SBA-ში

ტრენინგი SBA-ში

🔵საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA აგრძელებს თავისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკოსი, დარგში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის პედაგოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას.
👉ამასთან დაკავშირებით დღეს, აკადემიაში ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით დაგეგმილი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა, თემაზე:
📣„ ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში“
👇განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა:
↪სწვლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და ეფექტურად განხორციელება
↪ სწავლების სტრატეგიების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევა სწავლის შედეგების შესაბამისად
↪ სწავლების ინტერაქტიული მეთოდების სხვადასხვა სახეები და მათი შესაბამისობა შეფასების მეთოდებთან
‼აღნიშნულ ტრენინგს გაუძღვა ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით, პროფესიული განათლების ექსპერტი, მეთოდისტი, ტრენინგ-მენეჯერი- თეა ცომაია.