უმაღლესი სკოლა BBS Wechloy

უმაღლესი სკოლა BBS Wechloy

მიმდინარე წლის 24 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის მოწვევით, პარტნიორობისა და ურთიერთანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები. ვიზიტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის გაცნობას რეალურ გარემოში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ისა და „ტურიზმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის საფეხმავლო ტური ძველ თბილისში, რომელსაც უძღვებოდა „ტურიზმის“ პროგრამის მოდულის განმახორციელებელი რატი ჩიქვილიძე. მათ მოინახულეს სიონის, ანჩისხატისა და მეტეხის ტაძრები, „აბანობათუბანი“, ესტუმრნენ ნარიყალასა და ლეღვთახევს.
ტურის მსვლელობისას უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ საქართველოს ისტორიითა და ნანახი ძეგლებით. დღის ბოლოს მათ დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს რჩეული კერძები.