მიმდინარწე წლის 26 აპრილს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.