უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა

უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მიმდინარე წლის 21 იანვარს უცხოელი სტუდენტებისთვის,
რომლებიც სწავლას აკადემიის ინგლისურენოვან პროგრამაზე იწყებენ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
✅აკადემიის წარმომადგენლებმა უცხოელ სტუდენტებს გააცნეს მიმდინარე აქტუალური საკითხები.
🔰აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
🔰აკადემიის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მიღწევები.
🔰აკადემიის დირექტორმა უცხოელ სტუდნეტებს გააცნო აკადემიის სერვისები და მარეგულირებელი დოკუმენტები.
🔰შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობები.
➡შეხვედრის ბოლოს უცხოელ სტუდენტებს გადაეცათ აკადემიისგან სიმბოლური საჩუქრები.