ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი

ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, რომელთაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ოფისის უფროსი ნაომი ჰელბინგი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შინაარს ისა და განხორციელების მიდგომების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული ექთნების გადამზადებისა და საგანმანათლებლო რესურსებით მხარდაჭერის მიმართულებით.
👉შეხვედრის ბოლოს, აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.